LIVE

"რიყის დოქები" გაიაფდა - მთავრობამ აუქციონი მეოთხედ გამოაცხადა

30 აპრ 202112:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 770
"რიყის დოქები" გაიაფდა - მთავრობამ აუქციონი მეოთხედ გამოაცხადა

ე.წ. „რიყის დოქების“ გაყიდვის მიზნით მეოთხე აუქციონი გამოცხადდა. ამჯერად ობიექტის საწყისი ღირებულება 23.7 მლნ ლარით შემცირდა და 47.5 მლნ ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს ეს „რიყის დოქების“ გაყიდვის მესამე მცდელობაა. წინა აუქციონზე "რიყის დოქები" 71 250 000 ლარად იყიდებოდა.

თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა. განმეორებითი აუქციონი 2021 წლის თებერვალს გამოცხადდა. ობიექტის გაყიდვის რიგით მესამე მცდელობა კი წარუმატებლად 15 აპრილს დასრულდა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, "აუცილებლად მოხდება ამ ობიექტების ფუნქციის მონახვა და სწორი საბაზრო ღირებულების პოვნა".