LIVE

უკრაინა აშშ-ს სარაკეტო სისტემის უკრაინაში განთავსებას სთხოვს

13 აპრ 202118:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 4918
უკრაინა აშშ-ს სარაკეტო სისტემის უკრაინაში განთავსებას სთხოვს
Reuters

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი აშშ-ს Patriot სარაკეტო სისტემის უკრაინის ტერიტორიაზე განთავსების თხოვნით მიმართავს.

„უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ წინა ხაზზე დგას არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ დასავლეთისთვის. სად განათავსებს აშშ Patriot-ის ტიპის რაკეტებს? უახლოესი მათგანი პოლონეთშია. აქ უნდა იყოს“,- განაცხადა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა სატელევიზიო ინტერვიუში.

Patriot სარაკეტო სისტემას აშშ და რამდენიმე მოკავშირე სახელმწიფო იყენებს. მისი განთავსება 2022 წლიდან პოლონეთში იგეგმება.

გარდა სარაკეტო სისტემისა, აშშ უკრაინის მხარდასაჭერად, შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნას განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.