LIVE

უკრაინაში ესკალაციის ფონზე, აშშ შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნას განიხილავს

09 აპრ 202112:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 16300
უკრაინაში ესკალაციის ფონზე, აშშ შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნას განიხილავს
Reuters

აღმოსავლეთ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარის მობილიზების ფონზე, აშშ უკრაინის მხარდასაჭერად, შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნას განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი რეგულარულად იმყოფება შავ ზღვაში, მაგრამ სამხედრო გემების განთავსება ახლა კონკრეტულ შეტყობინებას გაუგზავნის მოსკოვს, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მზარდ ესკალაციას.  

თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საზღვაო ძალები აგრძელებენ დაზვერვის დრონების გამოყენებას შავი ზღვის სანაპიროზე, რათა რუსეთის საზღვაო ძალებისა და ყირიმში ჯარის გადაადგილებას დააკვირდეს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ ვერ ხედავს რუსული ძალების მობილიზებას, როგორც მზადებას თავდასხმითი მოქმედებისთვის, თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თუ რამე შეიცვლება, აშშ მზად იქნება პასუხის გასაცემად.