LIVE

ჯესიკა ალბას Honest აქციების განთავსებას გეგმავს

12 აპრ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 670
ჯესიკა ალბას Honest აქციების განთავსებას გეგმავს
Mat Hayward/Getty Images

Honest-მა, რომლის თანადამფუძნებელი მსახიობი ჯესიკა ალბაა, Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე აქციების საჯარო განთავსება გადაწყვიტა.

ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა კომპანიამ პარასკევს, აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიისთვის წარდგენილ ემისიის პროსპექტში განაცხადა, რომ მისი მიზანია, ლისტინგმა $100 მილიონიანი ღირებულება მოუტანოს. თუმცა, ეს პროგნოზი, შესაძლოა, შეიცვალოს.

Bloomberg News-ი იანვარში იტყობინებოდა,  რომ აქციებით ვაჭრობამ კომპანიის ღირებულება შესაძლოა, 2 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს.

კომპანიის მრჩეველები Morgan Stanley, JPMorgan Chase და Jefferies Financial Group  არიან. Honest ვაჭრობას სავარაუდოდ, HNST ტიკერით დაიწყებს.

2012 წელს დაფუძნებული Honest Company ჰიგიენის და სილამაზის სამომხმარებლო პროდუქციის მწარმოებელია, რომელიც აქცენტს ეთიკურ წარმოებაზე აკეთებს. პროდუქციაზე, რომელიც თავისუფალია ხელოვნური და ქიმიური დანამატებისგან, ბოლო წლებში მოთხოვნა გაიზარდა.  

კომპანიამ IPO-ზე განაცხადი პანდემიის დროს თავის მოვლის და ჰიგიენის  საშუალებებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე შეიტანა. განაცხადის თანახმად, გასულ წელს კომპანიის გაყიდვებმა $300 მილიონს გადააჭარბა, რაც 2019 წლის შედეგებზე 28%-ით მეტია და ნაწილობრივ, საყოფაცხოვრებო საქონლისადმი გაზრდილი ინტერესის დამსახურებაა.

2012 წლის დასაწისიდან, Honest-მა პარტნიორობა დაიწყო აშშ-ს უმსხვილეს საცალო მოვაჭრეებთან, მათ შორის Target-თან და Amazon-თან. კომპანიის განცხადებით, გასულ წელს მისი გაყიდვების 55%-ს საკუთარი ვებ-გვერდი აგენერირებდა, რაც ასევე პანდემიასთან არის კავშირში, რადგან მყიდველები ფიზიკურ მაღაზიებს ერიდებიან.

იმის გამო, რომ მომხმარებლები პანდემიის დროს ისეთი პროდუქტების დეფიციტს განიცდიდნენ, როგორიცაა სახლის და თავის მოვლის საშუალებები, ისინი ონლაინ ბრენდებს მიმართავდნენ. ჰიგიენისა და დასუფთავების საშუალებებზე გაზრდილი მოთხოვნა, სავარაუდოდ, მომავალშიც შენარჩუნება.

Bloomber-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტალ ტსი