LIVE

ვინ და რა პირობებით შეძლებს ისრაელში დასაქმებას?

09 აპრ 202112:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 798
ვინ და რა პირობებით შეძლებს ისრაელში დასაქმებას?

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება.

რაც შეეხება პირობებს და კრიტერიუმებს, დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, წლის ბოლომდე ისრაელში 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება იგეგმება, რომლებიც კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე, თვეში ანაზღაურების სახით 1600 აშშ დოლარს მიიღებენ

ამასთან, დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ კრიტერიუმებს:

  • დამთავრებული უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლა;
  • უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი;
  • საკომუნიკაციო დონეზე უნდა იცოდეს ინგლისური ან რუსული.  

რაც შეეხება ზოგად მოთხოვნებს, ისრაელში დასაქმების მსურველი უნდა იყოს 25-დან 45 წლამდე საქართველოს მოქალაქე; არა ნაკლებ 1.5 მეტრი სიმაღლის და არა ნაკლებ 45 კგ. წონის; ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი; ნასამართლეობის არ მქონე; ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე; არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ; არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში; ამასთან, კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში; კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის  ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, რაც აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით.