LIVE

ბრიტანეთი AstraZeneca-ს 30 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევს

07 აპრ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1360
ბრიტანეთი AstraZeneca-ს 30 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევს

წამლის მარეგულირებელი ორგანოების მიერ AstraZeneca-ს ვაქცინასა და ტვინში თრომბის განვითარებას შორის შესაძლო კავშირის დადგენის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი 30 წლამდე ასაკის ადამიანებში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევს. AstraZeneca-ს ვაქცინის ნაცვლად, მათ სხვა ვაქცინა უნდა შესთავაზონ, იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული ვაქცინა ხელმისაწვდომია.

“ევროპის წამლის სააგენტოს” განცხადებით, სისხლის უჩვეულო კოლტები მცირე თრომბოციტებით უნდა აღინიშნოს, როგორც ვაქცინის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა. 

AstraZeneca-ს ვაქცინის დღევანდელი შეფასება წარიმართა იმ ფონზე, როცა არაერთ ქვეყანაში ვაქცინის მიმართ უნდობლობა გაჩნდა. მოსახლეობის ნაწილმა ვაქცინის გასაკეთებლად დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. თუმცა დღესვე, "ევროპის წამლის სააგენტომ" კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თრომბის შემთხვევები ძალიან იშვიათია და ვაქცინის სარგებელი მის შესაძლო რისკს აღემატება. 

სააგენტო განმარტავს, რომ ვაქცინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანის გარდაცვალებას იწვევს.

“Covid-19 ძალიან სერიოზული დაავადებაა, რომელსაც ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ახლავს. ეს ვაქცინა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ეს ხელს უშლის დაავადების მწვავე განვითარებასა და ჰოსპიტალიზაციას და იცავს სიცოცხლის,”- ამბობს EMA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ემერ კუკი.

AstraZeneca-ს გამოყენებასთან დაკავშირებით დღეს საღამოს ევროკავშირის ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრა იგეგმება.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრესგე