
ევროკავშირის წამლის მარეგულირებელმა (EMA) AstraZeneca- ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასა და იშვიათი ტიპის თრომბის წარმოშობას შორის შესაძლო კავშირი დაადგინა.
”იშვიათი ტიპის თრომბები უნდა აღინიშნოს, როგორც ვაქცინის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები”,- აცხადებს ევროპის მედიკამენტების სააგენტო.
სააგენტოს მიხედვით, რისკი განსაკუთრებით ვლინდება 60 წლამდე ქალებში.
EMA ხაზს უსვამს, რომ AstraZeneca- ს ვაქცინის საერთო სარგებელი აჭარბებს რისკებს და მისი გამოყენება უნდა გავაგრძელოთ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრესაჟი