LIVE

COVAX: მალე ვაქცინის მიმღები ქვეყნების რიცხვი 100-ს გადააჭარბებს

05 აპრ 202120:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 533
COVAX: მალე ვაქცინის მიმღები ქვეყნების რიცხვი 100-ს გადააჭარბებს
Maria Magdalena Arrellaga/Bloomberg

Covax-ის ხელმძღვანელის განცხადებით, მალე ვაქცინის მიმღები ქვეყნების რიცხვი 100-ს გადააჭარბებს. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” მონაცემებით, მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა ან უმნიშვნელო შედეგებით დაიწყო. მათ შორისაა აფრიკის ქვეყნების დიდი ნაწილი. 

მოსახლეობის ვაქცინაცია ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო დიდმა ბრიტანეთმა. აცრილი მოსახლეობის რაოდენობით, ის ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე. მასთან ერთად ლიდერობენ აშშ, ისრაელი და განვითარებული სამყაროს ქვეყნები.

”ამ შემთხვევაში დიდი გამოწვევაა უთანასწორობა, განვითარებულ ქვეყნებსა და განვითარებად ქვეყნებს შორის. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვართ დაცული, როდესაც ყველა უსაფრთხოდ არის და ვირუსის ახალი ვარიანტების მსგავსი არაფერი გვემუქრება. თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის აცრილი, მაშინ არსებობს რისკი, რომ ახალი შტამები კვლავ გამოჩნდება და გავრცელდება მთელს მსოფლიოში,”-ამბობს სეტ ბერკლი, ეპიდემიოლოგი, Gavi Alliance-ს აღმასრულებელი დირექტორი.

Bloomberg-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოს 151 ქვეყანაში ვაქცინების 658 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული. აქედან ყველაზე მეტი - 165 მილიონი დოზით მოსახლეობა აშშ-ში აიცრა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: როს კრასნი