
რუსეთის სამხედრო დანაყოფების მობილიზების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმერ ზელენსკის შორის, პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.
აშშ-ს პრეზიდენტმა „დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე“,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
უკრაინა შიშობს, რომ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის გადაადგილება შვიდწლიანი კონფლიქტის ახალ აფეთქებას გამოიწვევს. 26 მარტს ოთხი ჯარისკაცი მოკლეს აღმოსავლეთ კონფლიქტის ზონაში.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ”,- განაცხადა ზელენსკიმ ვიდეოს მიმართვაში სატელეფონო ზარის შემდეგ.
უკრაინა ახალი რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშეა. ხელისუფლების ცნობით, სეპარატისტები „სისტემატურად არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“. ამასთან, უკრაინა რუსეთს საზღვრის მიმდებარედ სამხედრო დანაყოფების განლაგებაში ადანაშაულებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დარინა კრასნოლოცკა და კატერინა ჩურსინა