საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სატრანსპორტო საშუალების მიერ წარმოქმნილი ხმაურის დონის სპეციალური აპარატით შემოწმების წესი და პირობები განსაზღვრა.
პირველი სექტემბრიდან, შსს-ს უფლებამოსილი დანაყოფები შეამოწმებენ საგზაო მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების მიერ წარმოქმნილი ხმაურის დონეს და ამისთვის გამოიყენებს ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამის ხმაურის დონის საზომ პორტატიულ მოწყობილობას.
ამ შემთხვევაში, ხმაურის დასაშვები ნორმა შემდეგია:
- დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში - 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების მიერ წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს.
თუ რომელიმე სატრანსპორტო საშუალების მიერ წარმოქმნილი ხმაური ამ ნორმას აღემატება, მძღოლი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები შეუმცირდება 10 ქულით. ქმედების განმეორება გამოიწვევს 200 ლარიან ჯარიმას, და -20 ქულას. მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა - 300 ლარიან ჯარიმას და -30 ქულას.