LIVE

Talant.ge-მ Signify-ის ციფრული ხელმოწერა დააინტეგრირა

21 აპრ 202617:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 33
Talant.ge-მ Signify-ის ციფრული ხელმოწერა დააინტეგრირა

HR ადმინისტრირების პლატფორმა Talant.ge-მ საკუთარ სისტემაში Signify-ს ხელმოწერის ფუნქციონალი დააინტეგრირა, რაც HR-ებს ყველა პროცესის ციფრულად მართვის საშუალებას აძლევს. აქამდე ბაზარზე არსებული სისტემები მხოლოდ ნაწილობრივ გაციფრულებას სთავაზობდნენ მომხმარებელს, რაც HR მენეჯერებს აიძულებდა, პროგრამულად მომზადებული დოკუმენტი მაინც ამოებეჭდათ და სველი ხელმოწერით დაედასტურებინათ. ეს წყვეტდა ციფრულ ჯაჭვს, მოითხოვდა დიდ დროს და ქმნიდა ბიუროკრატიულ ბარიერებს.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, Talant.ge-მ, რომელიც 20-წლიან HR გამოცდილებასა და ტექნოლოგიურ სიახლეებს აერთიანებს, პარტნიორად Signify შეარჩია. არჩევანი Signify-ს სტაბილურობამ, ბაზარზე არსებულმა მყარმა ნდობამ და პროდუქტის სიმარტივემ განაპირობა. ინტეგრაციის შედეგად, HR მენეჯერებს აღარ სჭირდებათ სისტემებს შორის გადართვა ან დოკუმენტების ხელით მართვა. ნებისმიერი ტიპის დოკუმენტი შრომითი ხელშეკრულება, ცნობა დასაქმების შესახებ თუ პირობების ცვლილების აქტი, პირდაპირ Talant.ge-დან იგზავნება ხელმოსაწერად, დასაქმებული კი მას Signify-ს მეშვეობით რამდენიმე წამში აწერს ხელს.

„ჩვენი მიზანია, HR ადმინისტრირება აღარ იყოს დამღლელი, ქაღალდებზე დამოკიდებული პროცესი. Signify-სთან პარტნიორობით, ჩვენ ვასრულებთ ამობეჭდვის საჭიროებას და HR მენეჯერებს ვაძლევთ საშუალებას, დაზოგილი დრო და ენერგია იმ სტრატეგიულ ამოცანებს მოახმარონ, რისთვისაც ადრე რესურსი არ ჰყოფნიდათ,“ - აღნიშნავს ანა მიქელაძე, Talant.ge-ს დამფუძნებელი.

ეს პარტნიორობა ცვლის HR ეკოსისტემას და ადმინისტრირებას 100%-ით ციფრულს ხდის. კომპანიები საბოლოოდ თავისუფლდებიან ფურცლების ამობეჭდვის, ფიზიკური არქივების წარმოებისა და ხელმოწერების შეგროვებაზე დახარჯული ათეულობით საათისგან.

კომპანიების შესახებ:

Talant.ge HR ადმინისტრირების ინოვაციური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ციფრულ პირად საქმეებს, ტაბელების მართვას, ხელფასების დაანგარიშებასა და ელექტრონულ დოკუმენტბრუნვას.

Signify - დოკუმენტების მართვის ციფრული პლატფორმაა, რომელის საშუალებითაც კომპანიები ყოველთვიურად 1.5 მლნ-მდე იურიდიულ დოკუმენტს აგენერირებენ და მართავენ.

(R)