LIVE

TBC Capital-ის პროგნოზით, წლის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი 8.25-8.50% იქნება

06 თებ 202413:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1487
TBC Capital-ის პროგნოზით, წლის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი 8.25-8.50% იქნება

TBC Capital-ის საბაზო სცენარით, საქართველოში 2024 წლის ბოლოსათვის რეფინანსირების განაკვეთი 8.25-8.50% იქნება.

აღსანიშნავია, რომ 31 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირა და ამჟამად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-ია.

რაც შეეხება ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონე 0.3% იყო. წლიურ ინფლაციის მაჩვენებელი კი 0%-ს გაუტოლდა.

ნულოვანი წლიური ინფლაცია ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის იანვართან მიმართებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა. ინფლაციის ასეთი მაჩვენებლის მიზეზი მაღალი საბაზო ეფექტია, რამდენადაც 2023 წლის იანვარში წლიური ინფლაცია საკმაოდ მაღალი, 9.4% იყო.