
2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონე 0.3% იყო. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, იანვარში ეს მაჩვენებელი 0%-ს გაუტოლდა.
ნულოვანი წლიური ინფლაცია ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის იანვართან მიმართებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა.
იანვარში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაძვირდა:
- ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - ზრდა 57%;
- ყურძენი - 56%;
- ატამი - 46%;
- ქლიავი - 38%;
- მსხალი - 31%;
- ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 30%;
- საბანკო მომსახურების ღირებულება - 27%;
- მღებავის მომსახურება - 26%;
- წიწაკა - 25%;
- კივი - 24%.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაიაფდა:
- წიწიბურა - კლება 40%;
- კარტოფილი - 37%;
- ანტიბიოტიკები - 36%;
- მზესუმზირას ზეთი - 26%;
- კაცის საშინაო ფეხსაცმელი - 23%;
- ტელევიზორი - 22%;
- კომპიუტერი - 20%;
- ხახვი - 19%;
- მარგარინი - 19%;
- ნათურა - 18%.