LIVE

I კვარტალში OPEC+ ნავთობის წარმოების შემცირების გეგმებს ინარჩუნებს

02 თებ 202413:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 267
I კვარტალში OPEC+ ნავთობის წარმოების შემცირების გეგმებს ინარჩუნებს

2024 წლის I კვარტალში OPEC+ წარმოების შემცირების გეგმების შენარჩუნებას აპირებს.

მნიშვნელოვანი წევრი ქვეყნების ონლაინ პანელურ შეხვედრაზე საუდის არაბეთმა, რომელიც მიმოხილვას უძღვებოდა, პოლიტიკის ცვლილებას რეკომენდაცია არ გაუწია.

დელეგატების ცნობით, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) და მისმა პარტნიორებმა პირობა დადეს, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში ნავთობის წარმოებას დამატებით, 900 000 ბარელით შეამცირებენ. ეს იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო მოთხოვნის ზრდა შენელებულია, ხოლო კონკურენტი მიმწოდებლების, მათ შორის აშშ-ს წარმოება იზრდება.  

„OPEC+-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ნებისმიერ დროს მიიღოს დამატებითი ზომები",- ნათქვამია ჯგუფის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მინისტრთა მონიტორინგის კომიტეტის ერთობლივ განცხადებაში.

ამჟამინდელი წარმოების შემცირებები ოფიციალურად არ გამოცხადებულა. წევრმა ქვეყნებმა ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტის შემდეგი სხდომის ჩატარებამდე უნდა მიიღონ, რომელიც 3 აპრილს გაიმართება.

OPEC+-მა პირველ კვარტალში დღიური წარმოების 2,2 მილიონი ბარელით შემცირების გადაწყვეტილება 30 ნოემბერს მიიღო