LIVE

OPEC+-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მიწოდებას დამატებით 1 მილიონი ბარელით ამცირებენ

30 ნოე 202319:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 346
OPEC+-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მიწოდებას დამატებით 1 მილიონი ბარელით ამცირებენ

2024 წლიდან OPEC+-ის წევრი ქვეყნები ნავთობის დღიურ მიწოდებას დამატებით 1 მილიონი ბარელით შეამცირებენ. ამის შესახებ Bloomberg-ი ვენაში შეხვედრის დელეგატებზე დაყრდნობით წერს

ამასთან, საუდის არაბეთი, ნედლი ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი, მომავალი წლის პირველ სამ თვეშიც გააგრძელებს დღეში 1 მილიონი ბარელით ნაკლები ნავთობის მოპოვებას, შესაბამისად ჯგუფი 2024 წლის პირველ კვარტალში წარმოებას ნებაყოფლობით სულ 2.2 მილიონი ბარელით ამცირებს. 

აქედან რუსეთი წარმოებას დღეში 500 000 ბარელით, ერაყი 223 000 ბარელით, გაერთიანებული საამიროები 163 000 ბარელით, ქუვეითი 135 000 ბარელით, ყაზახეთი 82 000 ბარელით, ალჟირი 51 000 ბარელით და ომანი 42 000 ბარელით ამცირებს. 

OPEC+ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრებს, ასევე რუსეთს და ნავთობის მომპოვებელ რამდენიმე სხვა ქვეყანას აერთიანებს. გადაწყვეტილების მიზანი ნავთობზე ფასის ზრდაა. 

სიახლე მყისიერად აისახა ნავთობის ფასზე. ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე $84.24, ხოლო WTI-ის ფასმა ბარელზე $78.96 შეადგინა, რაც ნოემბრის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია.