LIVE

კონკურენციის სააგენტომ თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

22 იან 202411:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 249

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე, თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მონიტორინგის ფარგლებში, თამბაქოს ბაზარზე სააგენტო შეაფასებს - კონკურენტული გარემოს, ბაზრის კონცენტრაციის - ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსის ხარისხს, დადგინდება ბაზრის მოცულობა, ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები, საბაზრო წილები და ა.შ.

მონიტორინგის შუალედური შედეგები პერიოდულად საჯაროდ გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, 2023 წელს, სააგენტომ საბანკო დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და 6 სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია გასცა. ასევე, დასრულდა თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი, სადაც მიღებული შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ განგრძობითი დაკვირვების, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. მიმდინარე დაკვირვების რეჟიმშია - საავტომობილო საწვავის, მოცვის და თხილის ბაზრები.