კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფერმერების მიმართვის საფუძველზე, ლურჯი მოცვის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.
უწყების განმარტებით, მონიტორინგის მიზანია, კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, პროდუქციის აღების პერიოდში ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი.
„მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეაფასებს კონკურენტულ გარემოს, როგორც მოცვის წარმოების, ასევე მისი ექსპორტის დონეზე. კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დამუშავდება რეკომენდაციები“, - აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.