LIVE

AI სამუშაო ადგილების 40%-ზე მოახდენს გავლენას - სავალუტო ფონდის კვლევა

15 იან 202410:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 290
AI სამუშაო ადგილების 40%-ზე მოახდენს გავლენას - სავალუტო ფონდის კვლევა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კვლევის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი (AI) გლობალური სამუშაო ადგილების თითქმის 40%-ზე მოახდენს გავლენას.

მოსალოდნელია, რომ გავლენა მოწინავე ეკონომიკებზე უფრო დიდი იქნება (60%), ვიდრე განვითარებად ბაზრებსა და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებზე. თუმცა მოსალოდნელია ისიც, რომ AI ზოგიერთ სამუშაო პოზიციაზე ადამიანის შრომას შეამსუბუქებს.

IMF-ის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი შემოსავლების უთანასწორობასაც გააღრმავებს. მაღალშემოსავლიანი, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პოზიციები და კომპანიები უფრო მეტ კაპიტალს დააგროვებენ. გეორგიევა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სოციალური უსაფრთხოების გარანტიები, რათა დაიცვან მოწყვლადი სამუშაო ძალა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა დეკემბერში AI-ს შესახებ კანონმდებლობაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია