
მიმდინარე კვირაში 37-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, გუშინ ევროკომისია, ევროპარლამენტი და 27 ქვეყნის დელეგატი ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე შეთანხმდა. საუბარია ისეთ ჩატბოტებზე, როგორიცაა ChatGPT და Bard.
ევროკავშირის შიდა ბაზრის ხელმძღვანელის, ტერის ბრეტონის განცხადებით, გარიგება აყალიბებს ბალანსს ინოვაციების მხარდაჭერასა და ადამიანებისა და კომპანიების უფლებების დაცვას შორის.
"დიდი დრო დავხარჯეთ სწორი ბალანსის პოვნაზე ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისა და ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად", - თქვა ბრეტონმა.
ეს მსოფლიოში პირველი ყოვლისმომცველი კანონია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას არეგულირებს.
Deal!#AIAct pic.twitter.com/UwNoqmEHt5
კანონპროექტს ჯერ კიდევ სჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და პარლამენტის ოფიციალურად დამტკიცება, მაგრამ ეს შეთანხმება უკვე წარმოადგენს კრიტიკულ ნაბიჯს AI-ის პოლიტიკის რეგულირებაში.
ევროპარლამენტი აქტს მომავალი წლის დასაწყისში უყრის კენჭს, მაგრამ ის ძალაში 2025 წლის დასაწყისამდე არ შევა.