LIVE

უმდიდრესი ადამიანების ქონება წელს $1.5 ტრილიონით გაიზარდა

30 დეკ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 460
უმდიდრესი ადამიანების ქონება წელს $1.5 ტრილიონით გაიზარდა

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, უმდიდრესი ადამიანების ქონება, გასულ წელს $1.4-ტრილიონიანი დანაკარგის შემდეგ, მიმდინარე წელს $1.5 ტრილიონით გაიზარდა.

მილიარდერების ქონების ზრდა მჭიდრო კავშირშია ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასის ზრდასთან. მაღალი საპროცენტო განაკვეთების, რეცესიის შიშის, გეოპოლიტიკური სიტუაციის და ინფლაციის მიუხედავად, ტექნოლოგიურ სფეროში მილიარდერების ქონება 48%-ით ანუ $658 მილიარდით გაიზარდა. 

განსაკუთრებული ზრდა ჰქონდა Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, რომლის ქონება წელს $95,4 მილიარდით გაიზარდა, Amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსის ქონება - $70 მილიარდით, ხოლო Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის - $80 მილიარდით. 

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ამჟამად მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ხუთეული ასეთია:

1. ილონ მასკი - $229 მილიარდი;

2. ბერნარ არნო - $179 მილიარდი;

3. ჯეფ ბეზოსი - $177 მილიარდი;

4. ბილ გეიტსი - $141 მილიარდი;

5. სტივ ბალმერი - $131 მილიარდი.

500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში ერთადერთი ქართველი ბიძინა ივანიშვილია. მისი ქონება წლიურად $17.9%-ით გაიზარდა და ახლა $6.60 მილიარდს შეადგენს.