LIVE

ფრანსუაზა ბეტანკურ მეიერსი პირველი ქალია, რომლის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა

29 დეკ 202318:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 574
ფრანსუაზა ბეტანკურ მეიერსი პირველი ქალია, რომლის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა

Bloomberg-ის მონაცემებით, ფრანსუაზა ბეტანკურ მეიერსი პირველი ქალია, რომლის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 500 ადამიანის სიაში ის მე-12 ადგილს იკავებს

ფრანსუაზა ბეტანკურ მეიერსის ქონების ზრდა L'Oréal-ის აქციების ფასის მატებას უკავშირდება. კოსმეტიკის კომპანიის 1 აქციის ღირებულება ამჟამად 452 ევროა, რაც რეკორდულად მაღალი ფასია. 

თავის მხრივ, აქციების ფასის ზრდა გაყიდვების კარგ მაჩვენებელს უკავშირდება. Covid-19-ის გავრცელების გამო, გამოცხადებული ლოკდაუნის დასრულების შემდეგ, კოსმეტიკაზე მოთხოვნა გაიზარდა. 

70 წლის ფრანსუაზა ბეტანკურ მეიერსი კომპანიის გამგეობის ვიცე-თავმჯდომარეა. ოჯახთან ერთად, ის L'Oréal-ის უმსხვილესი აქციონერია. კომპანიაში მათი წილი დაახლოებით 35%-ს შეადგენს.