2023 წლის III კვარტალში, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2 007.2 ლარი იყო. საქსტატის თანახმად, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ანაზღაურება 293 ლარით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ივლისი-სექტემბრის პერიოდში ქალების საშუალო ხელფასმა 1 537.1 ლარი შეადგინა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 219.4 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირად გადანაწილდა:
- მსხვილი ბიზნესი - 2 035.7 ლარი;
- საშუალო ბიზნესი - 2 292.8 ლარი;
- მცირე ბიზნესი - 1 781.6 ლარი.
3 თვეში საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 მლრდ 419 მლნ ლარით განისაზღვრა. წლიური ზრდა 23.4%-ია.
საქსტატის მონაცემებით, III კვარტალში საქართველოს ბიზნესსექტორში საშუალოდ 757 900 ადამიანი იყო დასაქმებული (თვითდასაქმებული და დაქირავებით დასაქმებული). წლიური ზრდა 4.8%-ია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.6% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.8% - საშუალოზე, ხოლო 36.5% - მცირე ბიზნესზე.
III კვარტალში ყველაზე მეტი ადამიანი ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი) სფეროში დასაქმდა. მეორე პოზიციაზე იყო დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი, მესამეზე კი - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგი.