მონტანას შტატის სასამართლომ TikTok-ის აკრძალვის შესახებ გუბერნატორის გადაწყვეტილება შეაჩერა.
მოსამართლის განცხადებით, აკრძალვა მომხმარებლების სიტყვის თავისუფლებას არღვევს.
TikTok-ის განცხადებით, „არაკონსტიტუციური კანონის“ უარყოფით მოხარულია და დასძენს, რომ ასიათასობით მონტანელს აპლიკაციით სარგებლობის გაგრძელდება შეუძლია.
მონტანას გუბერნატორმა გრეგ ჯანფორტემ მიმდინარე წლის მაისში ხელი მოაწერა კანონს, რომელმაც შტატში ჩინური TikTok-ს მუშაობა აკრძალა. შედეგად, მონტანა გახდა აშშ-ის პირველი შტატი, რომელიც პოპულარული ვიდეო აპლიკაცია დაბლოკა.
გადაწყვეტილების მიზანი მოსახლეობის ჩინეთის მიერ მონაცემების შეგროვებისგან დაცვა იყო და ის ძალაში 2024 წლის 1 იანვარს უნდა შესულიყო.
TikTok-ს 150 მილიონი ამერიკელი მომხმარებელი ჰყავს.
მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იზრდება შეშფოთება აპლიკაციის კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. TikTok-ის მიმართ არსებული ბრალდებების თანახმად, ის აგროვებს მომხმარებელთა მონაცემებს და მას ჩინეთის მთავრობას გადასცემს.
TikTok ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის არასოდეს შეასრულებს მომხმარებლის მონაცემების გაზიარების შესახებ ბრძანებას და ამტკიცებს, რომ მისი მუშაობის პრინციპი სხვა სოციალური მედიის კომპანიებისგან არაფრით განსხვავდება.