LIVE

დოლარიზაციის მაღალი დონე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება - სებ

29 ნოე 202313:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 267
დოლარიზაციის მაღალი დონე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება - სებ

საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ დოლარიზაციის მაღალი დონე და მასთან დაკავშირებული რისკები ქართული ფინანსური სექტორისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 

როგორც ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რისკების შესამცირებლად სებ ზომიერ ნაბიჯებს დგამს და არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხზე ლიმიტი ეტაპობრივად გაიზრდება. 

"ეროვნული ბანკი დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, გრძელვადიან გეგმაზე აქტიურ მუშაობს განაგრძობს.

რისკების შერბილების მიზნით, სებ-ი გეგმაზომიერ ნაბიჯებს დგამს. გასულ კომიტეტზე არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხზე ლიმიტი 300,000 ლარამდე გაიზარდა. იმისთვის, რომ სტრუქტურული რისკების შემცირება მომავალშიც შეუქცევადად გაგრძელდეს, სებ-ი, ბანკებთან შეთანხმებით, ლიმიტს ეტაპობრივად გაზრდის არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით",- აცხადებენ მარეგულირებელში.

18 ოქტომბერს, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1 იანვრიდან ლარში შემოსავლის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის უცხოური ვალუტის სესხის ასაღებად ზღვარი 200 ათასიდან 300 ათას ლარამდე იზრდება. ამასთან, მსესხებლებისთვის, ვისაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვს, აღნიშნული ზღვარი სრულად იხსნება.