ილონ მასკმა ისრაელის კომუნიკაციების სამინისტროსთან სატელიტური ინტერნეტ სერვისის, Starlink-ის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაცია ისრაელის კომუნიკაციების მინისტრმა გაავრცელა.
Starlink-ის სატელიტები ისრაელსა და ღაზას სექტორში მხოლოდ სამინისტროს თანხმობის საფუძველზე შეძლებენ ოპერირებას. მინისტრის თქმით, კომპანიასთან ასეთი ტიპის შეთანხმება „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“.
Elon Musk, I congratulate you for reaching a principle understanding with the Ministry of Communications under my leadership.
As a result of this significant agreement, Starlink satellite units can only be operated in Israel with the approval of the Israeli Ministry of…
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს, ღაზას სექტორის დაბომბვის შემდეგ, ილონ მასკმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, რათა ამ ტერიტორიაზე არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს ინტერნეტთან წვდომა განეახლებინათ. თუმცა მაშინ ისრაელმა უარი განაცხადა, რადგან შიშობდა, რომ ტექნოლოგიას ჰამასი ტერორისტული მიზნებისთვის გამოიყენებდა.
ცნობისთვის, ილონ მასკი ისრაელს მას შემდეგ ეწვია, რაც გასულ კვირას X-ზე ანტისემიტური პოსტების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. მასკმა ისრაელში ჩასვლის შემდეგ დაწერა, რომ „მოქმედებები სიტყვებზე ხმამაღლა საუბრობენ“.
Actions speak louder than words
ისრაელში ვიზიტის დროს ილონ მასკმა ქვეყნის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად კფარ-აზა მოინახულა, რეგიონი, სადაც ჰამასმა 7 ოქტომბერს 1 200 ადამიანი მოკლა. პრემიერმინისტრმა მასკს 7 ოქტომბრის თავდასხმის ვიდეო კადრებიც აჩვენა.
მასკი ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგსაც შეხვდა, თუმცა დახურულ კარს მიღმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰერცოგმა მასკს მოუწოდა, X-ზე ანტისემიტიზმის გავრცელების პრობლემა მოეგვარებინა. დახურულ შეხვედრაში მონაწილეობა ჰამასის მიერ ტყვედ აყვანილი ადამიანების ოჯახის წევრებმაც მიიღეს.