LIVE

X-მა შესაძლოა წლის ბოლომდე $75 მილიონის სარეკლამო შემოსავლები დაკარგოს - NYT

26 ნოე 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 234
X-მა შესაძლოა წლის ბოლომდე $75 მილიონის სარეკლამო შემოსავლები დაკარგოს - NYT

New York Times-ის ცნობით, ილონ მასკის სოციალური მედიის კომპანია X-მა(ყოფილი Twitter) წლის ბოლომდე შესაძლოა $75 მილიონის სარეკლამო შემოსავლები დაკარგოს.

New York Times-ის მიერ მოპოვებული შიდა დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ X-ზე 200-ზე მეტი სარეკლამო კამპანია შეჩერდა ან განიხილება რომ შეწყდეს. კომპანიების ჩამონათვალს ისეთი გიგანტები მიეკუთვნებიან, როგორებიცაა Amazon-ი, Coca-Cola, Microsoft-ი და Airbnb-ი.

კომპანიები X-ზე რეკლამის განთავსებას ილონ მასკის მიერ ანტისემიტური პოსტების გამოქვეყნების გამო აჩერებენ.

თავად X-მა გასულ პარასკევს განაცხადა, რომ შეწყვეტილი რეკლამების შედეგად, $11 მილიონიან დანაკარგს ელოდება. კომპანიაში განმარტეს, რომ ზუსტი მაჩვენებელი მერყევია, რამდენადაც ზოგიერთმა კომპანიამ რეკლამების განთავსება განაახლა, ზოგმა კი დანახარჯები გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ X-ზე რეკლამების განმთავსებელი კომპანიების რიცხვი 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ შემცირდა, როდესაც ილონ მასკმა სოციალური მედია პლატფორმა შეიძინა. კომპანიის ამერიკული რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი ყოველ თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 55%-ით იკლებს.