საფრანგეთის მთავრობამ "შავი პარასკევის" ფასდაკლებებთან დაკავშირებით წამოიწყო კამპანია, რომელიც ხალხს მოუწოდებს, ახალი ტანსაცმლის ყიდვისგან თავი შეიკავონ.
რეკლამაში მამაკაცი რჩევისთვის კონსულტანტს მიმართავს, ის კი ეუბნება, რომ არაფერი იყიდოს, დაეხმაროს პლანეტას და დაზოგოს საკუთარი ფინანსები.
კამპანია, რომელიც ეკოლოგიის მინისტრის, კრისტოფ ბეჩუს ინიციატივით შეიქმნა, მთავრობის წევრების ნაწილმა გააკრიტიკა. ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა განაცხადა, რომ მისი გზავნილი არასწორია და "პატიოსან ბიზნესს" ზიანს აყენებს.
ფინანსთა სამინისტრო უმუშევრობის ზრდასთან და ცხოვრების გაზრდილ ხარჯებთან ცდილობს გამკლავებას. ამ ფონზე მისთვის მნიშვნელოვანია შემოსავალი, რომელსაც ქვეყანა სეზონური გაყიდვებიდან იღებს.