LIVE

კალაძე: ქართული პროდუქტი შევზღუდოთ და არ გავიტანოთ რუსულ ბაზარზე, რატომ?

22 ნოე 202313:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 219
კალაძე: ქართული პროდუქტი შევზღუდოთ და არ გავიტანოთ რუსულ ბაზარზე, რატომ?

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტის რუსულ ბაზარზე რეალიზაციის შეზღუდვით, გლეხი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება და ქვეყნის ეკონომიკა დაზიანდება.

როგორც მან სანქციებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, "არ და ვერ ვუერთდებით სანქციებს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე".

"ტურისტი არ ჩამოვიდეს საქართველოში, ფული არ დახარჯოს და მაგალითად, საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი შევზღუდოთ და არ გავიტანოთ, თუნდაც რუსულ ბაზარზე, რატომ? რატომ უნდა შეიზღუდოს. ამით, საკუთარ თავს ვიზღუდავთ და ისევ გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში. მაგრამ ესეც გათვლილია მიზანმიმართულად, უნდათ როგორმე ქვეყანა ეკონომიკურად დააზიანონ და შეაჩერონ ის ეკონომიკური განვითარება და ზრდა, რომელიც დღეს გვაქვს",- განაცხადა კალაძემ.