
საქართველოში 2018-2022 წლებში 112 049 ქორწინება დარეგისტრირდა.
ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, დავით ხაჯიშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად, საქსტატის მიერ მომზადებული მონაცემები აჩვენებს, რომ 5 წლის განმავლობაში თვეების მიხედვით ყველაზე ნაკლები, 3 ქორწინება 2020 წლის აპრილში დარეგისტრირდა, ყველაზე მეტი, 3 034 ქორწინება კი - 2022 წლის ოქტომბერში.
რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა 2018-2022 წლების მიხედვით შემდეგია:
- 2018 წელი - 23 202 რეგისტრირებული ქორწინება;
- 2019 წელი - 23 285 რეგისტრირებული ქორწინება;
- 2020 წელი - 16 359 რეგისტრირებული ქორწინება;
- 2021 წელი - 23 155 რეგისტრირებული ქორწინება;
- 2022 წელი - 26 048 რეგისტრირებული ქორწინება.
რაც შეეხება განქორწინებებს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 5 წელში ქვეყანაში 53 888 განქორწინების რეგისტრაცია მოხდა.
5 წელში თვეების მიხედვით ყველაზე ნაკლები, 56 განქორწინება 2020 წლის აპრილში დარეგისტრირდა, ყველაზე მეტი, 1 353 განქორწინება კი - 2022 წლის ოქტომბერში.
რეგისტრირებული განქორწინებების რაოდენობა 2018-2022 წლების მიხედვით ასეთია:
- 2018 წელი - 10 288 რეგისტრირებული განქორწინება;
- 2019 წელი - 11 205 რეგისტრირებული განქორწინება;
- 2020 წელი - 7 643 რეგისტრირებული განქორწინება;
- 2021 წელი - 10 654 რეგისტრირებული განქორწინება;
- 2022 წელი - 14 098 რეგისტრირებული განქორწინება.