LIVE

Apple-სა და Android-ს შორის შეტყობინების გაგზავნა მარტივდება

17 ნოე 202313:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 373
Apple-სა და Android-ს შორის შეტყობინების გაგზავნა მარტივდება

Apple ნერგავს ტექნოლოგიურ სტანდარტს, რომელიც iPhone-ებსა და Android მოწყობილობებს შორის გაუმჯობესებულ კომუნიკაციას გულისხმობს. 

საუბარია, Rich Communication Services (RCS) ტექნოლოგიაზე, რომელიც სტანდარტული SMS და MMS სისტემებისგან განსხვავებით, უახლესი ტექსტური შეტყობინებების ფუნქციების გამოყენების საშუალებას იძლევა. 

მაგალითად, Apple-ის მომხმარებლებს შეეძლებათ გაუგზავნონ ტექსტი Android-ის მომხმარებლებს Wi-Fi-ით და არა მხოლოდ ფიჭური ქსელების საშუალებით. მათ ასევე შეეძლებათ გაგზავნონ უფრო დიდი ვიდეო და ფოტო ფაილები, უფრო ადვილად მართონ ჯგუფური ჩეთები და გაარკვიონ მიიღო და წაიკითხა თუ არა ადრესატმა შეტყობინება. 

სტანდარტზე გადასვლას Apple-ს სხვა კომპანიები, მათ შორის, Google მოუწოდებდა. თავის მხრივ, Apple იცავდა iMessage სისტემას, რომელიც iPhone, Apple Watch, Mac და iPad-ის მომხმარებლებს ბევრ ზემოაღნიშნულ ფუნქციას სთავაზობდა. 

Apple-ის განცხადებით, Rich Communication Services (RCS) ტექნოლოგია ხელმისაწვდომი მომავალ წელს გახდება.