LIVE

Apple-ი Google-ის მიერ Safari-ში განთავსებული სარეკლამო შემოსავლების 36%-ს იღებს

17 ნოე 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 306
Apple-ი Google-ის მიერ Safari-ში განთავსებული სარეკლამო შემოსავლების 36%-ს იღებს

კომპანია Apple-ი Google-ის მიერ Safari-ში განთავსებული რეკლამების შემოსავლების 36%-ს იღებს. ამის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის ეკონომიკის ექსპერტმა, კევინ მერფიმ, ვაშინგტონში გამართულ სასამართლო პროცესზე გაამჟღავნა.

მიუხედავად იმისა, რომ მერფიმ ინფორმაცია Google-ის დაცვის პოზიციიდან გაავრცელა, დეტალების გასაჯაროება ორივე ტექნოგიგანტმა გააპროტესტა. თუმცა ოფიციალური კომენტარი ამ ფაქტის შესახებ არცერთ კომპანიას არ გაუკეთებია.

გასულ კვირას სასამართლოში Google ამტკიცებდა, რომ გარიგების შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცემა „არაგონივრული და კომპანიის კონკურენტუნარიანობისთვის ძირგამომთხრელი“ იყო.

აღსანიშნავია, რომ Google და Apple 2002 წლიდან თანამშრომლობენ. კომპანიების შეთანხმების საფუძველზე, Google Apple-ის ყველა მოწყობილობაში მთავარი საძიებო სისტემაა.

ცნობისთვის, Google-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიურ საქმეში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მთავარ მტკიცებულებად იყენებს ამ თანამშრომლობას, რათა საძიებო სისტემის ბაზარზე Google-ის უსამართლო დომინირება წარმოაჩინოს.