LIVE

TBC Capital: ოქტომბერში ბინების გაყიდვებით საბურთალო ლიდერობდა

10 ნოე 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 352
TBC Capital: ოქტომბერში ბინების გაყიდვებით საბურთალო ლიდერობდა

2023 წლის ოქტომბერში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით საბურთალო ლიდერობდა.

TBC Capital-ის მიმოხილვის თანახმად, სადაც თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებია გაანალიზებული, წინა თვეში, საბურთალოს რაიონზე მთლიანი გაყიდვების 20% მოდიოდა. მეორე პოზიციაზე იყო დიდი დიღომი (მთლიანი გაყიდვების 18%).

ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი მატება შეინიშნებოდა დიდუბესა და ჩუღურეთში. ხოლო საბურთალოსა და გლდანში ახალაშენებული ბინების გაყიდვებმა საგრძნობლად იკლო. რაც შეეხება ძველ ბინებს, გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ საბურთალოზე დაფიქსირდა.

გაყიდული ბინების რაოდენობა და წლიური პროცენტული ცვლილება / ახალი vs ძველი /ოქტომბერი 2023:

გასულ თვეში 1 კვ.მ-ს საშუალო გასაყიდი ფასი მთაწმინდაზე კვლავ აჭარბებდა 2 000 აშშ დოლარს. აღსანიშნავია, რომ ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით გამოირჩეოდა დიდუბე (+39%), მთაწმინდა (+29%) და ნაძალადევი (+22%).

TBC Capital-ის თანახმად, ოქტომბერში თბილისში სულ 3 377 ბინა გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლება 14%-ია. სექტემბერთან შედარებით კი, ტრანზაქციებმა 13%-ით მოიმატა.