LIVE

თანამშრომლების კეთილდღეობის გლობალურ გამოკითხვაში თურქეთი ლიდერობს

06 ნოე 202310:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 491
თანამშრომლების კეთილდღეობის გლობალურ გამოკითხვაში თურქეთი ლიდერობს

თანამშრომელთა კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგში 78%-იანი მაჩვენებლით თურქეთი ლიდერობს. McKinsey Health Institute-ის მიერ ჩატარებული კვლევა აფასებს დასაქმებულთა ფიზიკურ, გონებრივ, სოციალურ და სულიერ ჯანმრთელობას.

30 ქვეყნიდან გამოკითხულ 30 000 თანამშრომელს შორის საშუალო გლობალური მაჩვენებელი 57% იყო. ყველაზე დაბალი შედეგი - 25% იაპონიამ აჩვენა. კუნძულოვან სახელმწიფოში ბიზნესები კარგი რეპუტაციით სარგებლობენ, რადგან თანამშრომლებს უვადო დასაქმებასა და სამუშაო უსაფრთხოებას სთავაზობენ. თუმცა, ამისდა მიუხედავად, კვლევა აჩვენებს, რომ თანამშრომლებს უკმაყოფილების შემთხვევაში სამსახურის შეცვლა უჭირთ. აღსანიშნავია, რომ იაპონიას ამ მხრივ მუდმივად დაბალი რეიტინგი აქვს საერთაშორისო გამოკითხვებში.

გლობალური კვლევის საშუალო მაჩვენებელზე დაბლა არიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა იტალია და გერმანია 51%-ით, სამხრეთ კორეა და ავსტრალია 48%-იანი მაჩვენებლით, 45%-ზე ქვემოთაა საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის მაჩვენებლები.

McKinsey-ის კვლევის მიხედვით, თანამშრომლებს,  რომლებსაც დადებითი სამუშაო გამოცდილება აქვთ, უფრო ჯანმრთელები, ინოვაციურები და პროდუქტიულები არიან სამუშაო გარემოში.

„ზრდასრულთა უმრავლესობა ცხოვრების უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებს. დამსაქმებელს კი დიდი გავლენა აქვს თანამშრომელთა ფიზიკურ, ფსიქიკურ, სოციალურ და სულიერ მდგომარეობაზე“,- აღნიშნავენ მოხსენების ავტორები.

რეიტინგის ათეული ასე გამოიყურება:

  1. თურქეთი - 78%,
  2. ინდოეთი - 76%,
  3. ჩინეთი - 75%,
  4. ნიგერია - 69%,
  5. კამერუნი - 69%,
  6. შვედეთი - 68%,
  7. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 67%,
  8. მექსიკა - 67%,
  9. ეგვიპტე - 63%,
  10. კოლუმბია - 63%.