LIVE

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად - TOP 10 პროდუქტი

03 ნოე 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 247
რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად - TOP 10 პროდუქტი

2023 წლის ოქტომბერში, საქართველოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 0.8% იყო. რაც შეეხება თვის ჭრილში ინფლაციას, საქსტატის თანახმად, სექტემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა.

ოქტომბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაძვირდა:

  • ატამი - ზრდა 52%;
  • ყურძენი - 41%;
  • მწვანილი - 39%;
  • ქლიავი - 38%;
  • მსხალი - 34%;
  • ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 34%;
  • მეტროპოლიტენით მგზავრობა - 31%;
  • ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 28%;
  • კიტრი - 28%;
  • მშრალი ბატარეა - 27%.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაიაფდა:

  • წიწიბურა - კლება 44%;
  • მზესუმზირას ზეთი - 40%;
  • ანტიბიოტიკები - 38%;
  • ტელევიზორი - 29%;
  • თვითმფრინავით მგზავრობა - 28%;
  • კაცის საშინაო ფეხსაცმელი - 22%;
  • კარტოფილი - 21%;
  • ლიმონი - 21%;
  • მარგარინი -  20%;
  • ბავშვის ქურთუკი - 19%.