LIVE

ჩინეთის სახელმწიფო ფონდი ჩიპების კომპანიაში $2 მილიარდს აბანდებს

02 ნოე 202312:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 261
ჩინეთის სახელმწიფო ფონდი ჩიპების კომპანიაში $2 მილიარდს აბანდებს

ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჩიპების საინვესტიციო ფონდი 14.56 მილიარდ იუანს ($1.99 მილიარდი) ჩიპების კომპანია, Changxin Xinqiao-ში აბანდებს.

Integrated Circuit Industry Investment Fund-ი ასევე ცნობილი, როგორც „დიდი ფონდი“, კომპანიის მთლიანი რეგისტრირებული კაპიტალის 33.15%-ზეა პასუხისმგებელი. უცხოური მედია ამის შესახებ ჩინეთის ეროვნული სამეწარმეო საკრედიტო ინფორმაციის საჯაროობის სისტემის (NECIPS) მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

Changxin Xinqiao 2021 წელს დაარსდა. მისი გენერალური მენეჯერი ჟაო ლუნია, რომელიც ასევე მართავს ჩიპების ერთ-ერთ წამყვან კომპანიას, ChangXin Memory Technologies-ის.

NECIPS-ის ოფიციალური ინფორმაციით, Changxin Xinqiao-ი ჩიპების საწარმო ბაზას ააშენებს. რეესტრის მონაცემებში არაა განმარტებული წარმოების კონკრეტულ მიმართულება, თუმცა გასული წელს, პროექტის კონტრაქტორმა განაცხადა, რომ ეს იქნება ჩინეთში პირველი DRAM ჩიპების მასობრივი წარმოების ქარხანა.

Changxin Xinqiao-ს მიერ „დიდი ფონდიდან“ კაპიტალის მოზიდვა, რეგისტრირებული კაპიტალის გაფართოების გეგმის ნაწილია. არსებულმა ინვესტორებმა, Changxin Xinan-მა და Hefei Xinyi-მა თავიანთი კაპიტალის წვლილი, შესაბამისად, 10.4 და 14 მილიარდი იუანით გაზარდეს.

სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი „დიდი ფონდი“ 2014 წელს ჩიპების ინდუსტრიის განვითარების მიზნით შეიქმნა. ჩინეთი, რომელიც ამ მიმართულებით აშშ-ს, ტაივანსა და სამხრეთ კორეას ჩამორჩება, მიზნად ისახავს ბაზარზე ძლიერი კონკურენტი გახდეს. ორგანიზაციამ პირველი დაფინანსებისთვის 138,7 მილიარდი იუანი, ხოლო მეორედ 204 მილიარდი იუანი შეაგროვა.

მესამე ფონდის შექმნის შესახებ ინფორმაცია გასულ თვეს გავრცელდა და მიზნად ისახავს, ყველაზე დიდი ოდენობის  - 300 მილიარდი იუანის ($41 მლრდ) მოზიდვას. ბოლო დროს, ინდუსტრიის გაძლიერების საჭიროება კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ვაშინგტონის მიერ ჩინეთისთვის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. აშშ-ს მხრიდან შეზღუდვების მიზეზი, ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობის გაძლიერებისთვის ხელის შეშლაა.