LIVE

ჩინეთი $40-მილიარდიან სახელმწიფო ფონდს ჩიპების წარმოების გასაძლიერებლად ქმნის

10 სექ 202318:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 362
ჩინეთი $40-მილიარდიან სახელმწიფო ფონდს ჩიპების წარმოების გასაძლიერებლად ქმნის

ჩინეთი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის შექმნას აპირებს, რაც ჩიპების წარმოების სექტორში $40 მილიარდის მოზიდვას ისახავს მიზნად. ქვეყანა ძალისხმევას აძლიერებს, რათა ამ ინდუსტრიაში კონკურენტ აშშ-ს და სხვა ქვეყნებს დაეწიოს.

უცხოურ მედიაში ანონიმურ წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციით, საინვესტიციო ფონდის უკან სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი Integrated Circuit Industry Investment Fund-ი დგას, რომელიც ასევე „დიდი ფონდის“ სახელით არის ცნობილი. „დიდი ფონდის“ ახალი მხარდამჭერი პროგრამა მესამე და ყველაზე დიდია, რომლის მოცულობა  $41,1 მილიარდია. საქმესთან დაახლოებული პირის მიხედვით, 60 მილიარდი იუანი შესაძლოა ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ გამოყოს. წყაროს მიხედვით, თანხის შეგროვება ხანგრძლივი პროცესია და ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება ან ვინ იქნებიან სხვა კონტრიბუტორები.

პრეზიდენტი, სი ძინპინი დიდი ხანია საუბრობს ჩინეთის ჩიპების წარმოების თვითკმარობასა და სხვა ქვეყნებზე დამოუკიდებლობის შემცირებაზე. ეს საჭიროება კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ვაშინგტონმა ექსპორტის კონტროლის მთელი რიგი ზომები დააწესა. აშშ-ს მხრიდან შეზღუდვების მიზეზი, ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობის გაძლიერებისთვის ხელის შეშლა იყო.

ოქტომბერში შეერთებულმა შტატებმა მთელი რიგი სანქციების პაკეტი გამოაქვეყნა, შედეგად ჩინეთს შეუჩერდა წვდომა მოწინავე ჩიპების დასამზადებელ მოწყობილობებზე. მსგავსი ნაბიჯები გადადგეს აშშ-ს მოკავშირეებმა იაპონიამ და ნიდერლანდებმა.

სახელმწიფო ორგანოები და მთავრობა ფონდის საკითხებთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.