
Collins Dictionary-მ „AI“ 2023 წლის სიტყვად დაასახელა. ლექსიკონში AI, იგივე ხელოვნური ინტელექტი, განისაზღვრება როგორც „კომპიუტერული პროგრამებით ადამიანის გონებრივი ფუნქციების მოდელირება“.
Collins-ის განცხადებით, ეს სიტყვა ფართოდ გამოყენების გამო შეირჩა, რამდენადაც წლის განმავლობაში მისი გამოყენება გაოთხმაგდა.
„წელს AI ჩვენი ყოველდღიურობის ისეთივე ნაწილი გახდა, როგორც, მაგალითად, ელექტრონული ფოსტა, სტრიმინგი ან სხვა, ოდესღაც ფუტურისტული ტექნოლოგია“,- განაცხადა ალექს ბიკროფტმა, Collins-ის მმართველმა დირექტორმა.
გამომცემლის მიხედვით, ყოველწლიურად ახალი სიტყვა ირჩევა ლექსიკოგრაფების მიერ, რომლებიც სხვადასხვა წყაროს, მათ შორის სოციალურ მედიასაც აკვირდებიან. გასული წლის მთავარი სიტყვა „პერმაკრიზისი" იყო, 2021-ში კი „NFT”. რაც შეეხება 2020-ს, წლის მთავარი სიტყვად „ლოქდაუნი“ დასახელდა.