LIVE

Fed-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

01 ნოე 202322:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 340
Fed-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ზედიზედ მეორედ უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილების შედეგად, განაკვეთი კვლავ 5.25%-5.50%-ის დიაპაზონში დარჩა, რაც 22-წლიანი მაქსიმუმია.

ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში განაკვეთის შემცირება მოსალოდნელი არ არის და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ამ ეტაპზე შემცირების საკითხს არ განიხილავს.

"ჩვენ ჯერ კიდევ ორიენტირებულები ვართ პირველ საკითხზე - მივაღწიეთ თუ არა მონეტარული პოლიტიკის საკმარისად შემზღუდველ მდგომარეობას, რაც დროთა განმავლობაში ინფლაციას 2%-მდე შეამცირებს", - თქვა მან.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც კომიტეტი დარწმუნდება, რომ ინფლაცია საკმარისად შემცირდა, მსჯელობის საკითხი განაკვეთის უცვლელ დონეზე შენარჩუნების ხანგრძლივობა იქნება.

სექტემბერში აშშ-ში წლიურმა ინფლაციამ 3.7% შეადგინა. 

Fed-ის დღევანდელი გადაწყვეტილება ემთხვევა მსოფლიოში სხვა მსხვილი ბანკების გადაწყვეტილებას. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ინგლისის ბანკმა, შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთები ასევე არსებულ დონეზე შეინარჩუნეს