Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ამის შესახებ ილონ მასკი პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter) წერს.
ინფორმაცია "ბიზნეს ფორმულას" კომუნიკაციების კომისიაშიც დაუდასტურეს.
Starlink now available in Georgia! https://t.co/nNiA6HokA4
Starlink-ის ვებგვერდის თანახმად, საცხოვრებელ სივრცეში სერვისით სარგებლობისთვის ინტერნეტის მიმღები მოწყობილობის ღირებულება 1780 ლარია, რასაც შიფინგის 235 ლარი ემატება. სერვისის ყოველთვიური საფასური კი 160 ლარია.
Starlink-ის რუკაზე საქართველო ოფიციალურად გასულ წელს გამოჩნდა.
კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში მიანიჭა. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს.
Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის, იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.
Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ, ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის უკვე საქართველოშია შესაძლებელი.