LIVE

ევროზონის ინფლაცია 2-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

31 ოქტ 202314:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 323
ევროზონის ინფლაცია 2-წლიან მინიმუმამდე შემცირდა
Cyril Marcilhacy/Bloomberg

ევროზონაში ინფლაციის დონე კვლავ შენელდა. ევროს ბლოკის ქვეყნებში სამომხმარებლო ფასები ოქტომბერში წლიურად 2,9%-ით გაიზარდა, რაც 2021 წლის ივლისის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

Eurostat-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემი Bloomberg-ის გამოკითხული ანალიტიკოსების საშუალო შეფასებაზე - 3,1%-ზე უკეთესი აღმოჩნდა. 

ევროზონაში ინფლაციამ მკვეთრი ვარდნა გასულ თვეში დაიწყო, რაც გასულ წელს ენერგიაზე გაზრდილი ფასის შემცირებას უკავშირდება.

ზოგად ინფლაციასთან ერთად, შემცირდა საბაზო მაჩვენებელიც, რომელიც ენერგიის და საკვების ცვალებად ფასებს გამორიცხავს. საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა ოქტომბერში 4,2% შეადგინა, რაც 2022 წლის ივლისის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ანალიტიკოსების განმარტებით, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მიერ გატარებული მკაცრი მონატარული პოლიტიკა ყველაზე მეტად საბაზო ინფლაციის შემცირებაზე აისახა.

შემცირების მიუხედავად, ევროზონაში ინფლაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ შედარებით შორს არის სამიზნე 2%-სგან, თუმცა დღევანდელი მონაცემები მიუთითებს, რომ ცენტრალური ბანკი მიზანს 2025 წელს მიაღწევს. 

ECB-მა მონატარული პოლიტიკის გამკაცრება 2022 წლის ივლისში დაიწყო. ზედიზედ 10-ჯერ გაზრდის შემდეგ, მიმდინარე კვირაში ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 4%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.