LIVE

მიგრანტების ეფექტი 2025 წლისთვის შესაძლოა სრულად ამოიწუროს - ოთარ ნადარაია

21 ოქტ 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 403
მიგრანტების ეფექტი 2025 წლისთვის შესაძლოა სრულად ამოიწუროს - ოთარ ნადარაია

თიბისის მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას შეფასებით, რუსი მიგრანტების ეფექტის შემცირება ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, რამდენადაც გასულ პერიოდში, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ ეფექტმა განაპირობა ეკონომიკის ზრდა. 

როგორც მან "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნა, სავარაუდოა, რომ მიგრაციის ტალღა კლების ტენდენციას შეინარჩუნებს და სრულად 2025 წლისთვის ამოიწურება.

"ძალიან უხერხულია ამ საკითხზე საუბარი, თუმცა თავდაპირველად მიგრაციის ეფექტმა, რომ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეს სახეზეა. ამიტომ, მიგრანტების შემცირება შემდგომ პერიოდში ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ მიგრაციასთან დაკავშირებული ეფექტი 2024 წლისთვის კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ხოლო 2025 წლისთვის შესაძლოა სრულად ამოიწუროს. თუ რა თქმა უნდა, ქვეყანამ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე  მიგრანტთა ახალი ტალღა არ მიიღო. რისი წინასწარი პროგნოზირებაც, პრაქტიკულად შეუძლებელია", - განაცხადა ოთარ ნადარაიამ

ცნობისთვის, შსს-ს მონაცემებითმიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ქვეყანაში რუსეთის იმაზე ნაკლები მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა. კერძოდ, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში რუსეთის 1 508 187 მოქალაქე შემოვიდა, 1 528 193-მა რუსმა კი ქვეყანა დატოვა.