LIVE

9 თვეში საქართველოში 1 508 187 რუსი შემოვიდა - შსს

16 ოქტ 202312:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 300
9 თვეში საქართველოში 1 508 187 რუსი შემოვიდა - შსს

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში რუსეთის 1 508 187 მოქალაქე შემოვიდა, 1 528 193-მა რუსმა კი ქვეყანა დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკის თანახმად, 9 თვეში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 41%-ით აღემატება.

რაც შეეხება მხოლოდ III კვარტლის მონაცემებს, ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში ყველაზე მეტი მოქალაქე რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. კერძოდ, 3 თვეში ქვეყნის საზღვარი 766 278-მა რუმა გადმოკვეთა, რაც წლიურად 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში ქვეყნიდან 780 514 რუსი გავიდა.

საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკაში მეორე პოზიცია დაიკავა თურქეთმა, შემდეგ მოდის სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ყაზახეთი და ბელარუსი.

აღსანიშნავია, რომ შსს-მ წელს საზღვრის კვეთის სტატისტიკის გამოქვეყნების ვადები შეცვალა და ყოველთვიურის ნაცვლად, ყოველკვარტალურ მონაცემებს აქვეყნებს. ამასთან, სტატისტიკაში პირველად გაჩნდა მონაცემები იმის შესახებ, თუ კონკრეტული ქვეყნის რამდენმა მოქალაქემ დატოვა საქართველო.

2023 წლის III კვარტალში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 7 180 916-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 76% უცხოელი იყო, 24% კი - ქართველი. შემომსვლელებიდან, 1 670 541-მა მოქალაქემ ქვეყანაში 24 საათი და მეტი გაატარა, 464 445 მოქალაქე კი საქართველოში გავლით იმყოფებოდა. 

შსს-ს მონაცემებით, ივლისი-სექტემბრის პერიოდში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. მეორე პოზიციაზე იყო ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი, მესამეზე კი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.