LIVE

NATO-ს 2020 წლის ანგარიში და საქართველო

17 მარ 202114:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 383
NATO-ს 2020 წლის ანგარიში და საქართველო

NATO-მ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი და ცალკე ქვეთავიც ეთმობა.

ანგარიშის თანახმად, მოკავშირეები მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას, როგორც ეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა.

NATO-ს ანგარიშის თანახმად, ალიანსსა და საქართველოს თანამშრომლობა გაგრძელდა ნატო-საქართველოს არსებითი ჩარჩო პაკეტის ფარგლებში, რომელიც შექმნილია საქართველოს თავდაცვის პოტენციალის გასაძლიერებლად, რათა დაეხმაროს საქართველოს, რომ მოემზადოს NATO-ს წევრობის შესაძლებლობისთვის. ასევე, NATO-მ და საქართველომ არსებითი პაკეტი გადააქციეს უფრო ამბიციურ, თანმიმდევრულ, მიზანმიმართულ პაკეტად, რომელიც უკეთ ასახავს როგორც ალიანსის, ისე საქართველოს პრიორიტეტებს. განახლებული პაკეტი შეიცავს 16 ინიციატივას, რაც მოიცავს სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებას, ინგლისური ენის ცოდნის განვითარებას, სტანდარტიზაციას და კოდიფიკაციას. გარდა ამისა, განახლებული პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს კიბერ შესაძლებლობების გაძლერებას, უსაფრთხო კომუნიკაციის დამყარებას ალიანსსა და საქართველოს შორის, სამხედრო ინჟინრების მომზადებასა და საზღვაო-საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული ცოდნის გაძლიერებას.

ანგარიშში NATO აღნიშნავს საქართველოს კონტრიბუციას ერთობლივ სამხედრო მისიებში.