LIVE

BAG ინდექსი: გამოკითხული კომპანიების 11% ფასების ზრდას ვარაუდობს

10 ოქტ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 346
BAG ინდექსი: გამოკითხული კომპანიების 11% ფასების ზრდას ვარაუდობს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის თანახმად, 2023 წლის III კვარტალში გამოკითხული კომპანიების 19%-მა გაზარდა გაყიდვების ფასები.

რაც შეეხება IV კვარტლის მოლოდინს, ფასების ზრდას გამოკითხული კომპანიების 11% ვარაუდობს. 

„სექტორებს შორის, 2023 წლის III კვარტალში, ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის გაზრდას. ასევე, 2023 წლის IV კვარტალში ფასების ზრდის მოლოდინი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება.

ფასების ზრდის დინამიკა ყველაზე ნაკლებად მრეწველობის სექტორში შეინიშნება, ვინაიდან არცერთ გამოკითხულ კომპანიას არ გაუზრდია ფასები თავიანთ პროდუქციაზე 2023 წლის III კვარტალში“, - აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. 

BAG ინდექსში აღნიშნულია, რომ საქართველოში კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა მზარდ ტენდენციად ჩამოყალიბდა. 

გამოკითხული კომპანიების თანახმად, 2023 წლის III კვარტალში, კიდევ უფრო გამწვავდა კადრების დეფიციტის პრობლემა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევა ბოლო რამდენიმე კვარტალია.