LIVE

ნავთობი გაიაფდა - ბრენტის ფასი $86-ს ჩამოსცდა

05 ოქტ 202313:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 414
ნავთობი გაიაფდა - ბრენტის ფასი $86-ს ჩამოსცდა

ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $85.99, ხოლო West Texas Intermediate (WTI)-ის ფასმა $84.40 შეადგინა, რაც გუშინდელთან შედარებით, მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა მისი ღირებულება კვლავ დაბალი რჩება.  

გუშინ ნავთობის ფასი ბარელზე 5 დოლარზე მეტით დაეცა, რაც OPEC+ პანელის შემდეგ, ნავთობზე შემცირებულმა მოთხოვნამ განაპირობა. 

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მინისტრთა პანელმა ონლაინ შეხვედრაზე ნავთობის გამომუშავების პოლიტიკა უცვლელი დატოვა. შესაბამისად, საუდის არაბეთი აცხადებს, რომ ნავთობის წარმოებას ნებაყოფლობით 2023 წლის ბოლომდე დღეში 1 მილიონი ბარელით, რუსეთი კი - 300 000 ბარელით ამცირებს.

გასული კვირის ბოლოს ენერგეტიკულ ბირჟებზე ნავთობის ფასმა ბარელზე $97-ს, ხოლო West Texas Intermediate (WTI)-ის ფასმა $94-ს გადააჭარბა