LIVE

თურქეთში ინფლაციამ 60%-ს გადააჭარბა

03 ოქტ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 473
თურქეთში ინფლაციამ 60%-ს გადააჭარბა

თურქეთში ინფლაცია უსწრაფესი ტემპით გაიზარდა და სექტემბერში 61.5%-ს მიაღწია. გასული სამი თვის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი გამუდმებით იზრდებოდა. 

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა შიდა მოთხოვნის შესამცირებლად რეფინანსირების განაკვეთი უკვე მრავალჯერ, ბოლოს 30%-მდე გაზარდა.

ინფლაციაზე ზეწოლას ახდენს გლობალურად ენერგორესურსებზე მზარდი ფასები. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ივნისის შემდეგ 30%-ით გაიზარდა; თურქეთზე კი, რომელიც ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი იმპორტიორია და დამოუკიდებლად ვერ აკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას, ენერგიის გაზრდილი ხარჯები მძიმედ აისახება. 

თურქეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 26 ოქტომბერს გაიმართება. ეკონომისტების ვარაუდით, რეფინანსირების განაკვეთი კვლავ გაიზრდება.