LIVE

20-თვიანი შეზღუდვის შემდეგ, უკრაინული გრივნა მცურავ რეჟიმზე გადავა

03 ოქტ 202312:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 310
20-თვიანი შეზღუდვის შემდეგ, უკრაინული გრივნა მცურავ რეჟიმზე გადავა

უკრაინული გრივნა, თითქმის 20-თვიანი შეზღუდვის შემდეგ, მცურავ გაცვლით კურსზე გადადის. ქვეყნის ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ეს ნაბიჯი ინფლაციის შენელებისა და გაუმჯობესებული გაცვლითი კურსის მოლოდინის საფუძველზე გადაიდგა.

ცენტრალური ბანკის განცხადებით, გრივნა სამშაბათიდან „მართვად მოქნილ გაცვლით კურსზე“ გადავა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გრივნა დარჩება ბაზარზე საკვანძო მოთამაშედ, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს რყევებს ორივე მიმართულებით.

„ახალი რეჟიმი უკრაინის ეკონომიკასა და სავალუტო ბაზრის მდგრადობას გააძლიერებს, რაც მათ შიდა და გარე შოკებთან უკეთ ადაპტაციას შეუწყობს ხელს“,- ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

კაპიტალის გადინების თავიდან ასაცილებლად და ომის პირობებში სასიცოცხლოს მნიშვნელოვანი საქონლის ქვეყანაში შემოსატანად, უკრაინამ გასულ წელს სავალუტო შეზღუდვები დააწესა და რეფინანსირების განაკვეთი 25%-მდე გაზარდა. ცენტრალურმა ბანკმა გრივნის ფიქსირებული კურსი დოლართან მიმართებით 29 გრივნას ნიშნულზე დააწესა, მაგრამ გასული წლის ივლისში იძულებული გახდა 36 გრივნამდე გაეზარდა.

მომდევნო წლისთვის მთავრობა მიზნად ისახავს დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსი საშუალოდ 41.4 გრივნამდე შეამციროს.