LIVE

დაზარალებული მევენახეები 1 ჰა-ზე 3 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ

02 ოქტ 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 490
დაზარალებული მევენახეები 1 ჰა-ზე 3 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა მევენახე, რომელსაც სეტყვამ მოსავალი დაუზიანა, სახელმწიფოსგან დახმარების სახით 1 ჰექტარზე 3 500 ლარს მიიღებს.

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მევენახეები თანხას მიზნობრივად გამოიყენებენ.

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრ მევენახეს ათასობით ჰექტარი ვენახი დაესეტყვა. განადგურდა მათი მოსავალი. ვთქვით, რომ ამ დაზიანებულ ყურძენს ჩავიბარებთ და ვიბარებთ კიდეც. პროცესი დაწყებულია. 20 მლნ ლარის ღირებულების დასეტყვილი ყურძენი უკვე ჩაბარებული გვაქვს. მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან მათ ზიანი მიადგათ, გადავწყვიტეთ, როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ, ახლაც გვინდა დავეხმაროთ დაზარალებულ მევენახეებს და დაზიანებულ 1 ჰექტარზე დახმარების სახით 3 500 ლარი გამოვუყოთ. ვფიქრობ, ეს მათ დაეხმარება, რომ გამოიყენონ მიზნობრივად, დაზიანებული ვენახის გადარჩენაში და კვლავ აღდგენაში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

4 სექტემბერს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო 90 თეთრად ჩაიბარებს