LIVE

მთავრობა 2024 წელს 2.8%-იან საშუალო ინფლაციას პროგნოზირებს

29 სექ 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 543
მთავრობა 2024 წელს 2.8%-იან საშუალო ინფლაციას პროგნოზირებს

2024 წლის ბიუჯეტის პროექტში საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია და 2.8%-ს შეადგენს, ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

აღსანიშნავია, რომ მთავრობის წევრები დღეს 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს განიხილავენ, რომელიც შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება. 

ინფორმაციისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0.9% შეადგინა.