LIVE

ფინეთი აუქმებს აკრძალვას Yandex-ის მონაცემების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ

01 ოქტ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 376
ფინეთი აუქმებს აკრძალვას Yandex-ის მონაცემების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ

ფინეთის მარეგულირებელმა გააუქმა დროებითი აკრძალვა, რომელიც რუსული ტაქსების კომპანია Yandex-ისა და ნიდერლანდებში დაფუძნებული პარტნიორი ფირმა Ridetech-ის მონაცემების რუსეთისთვის გადაცემას ეხებოდა. შესაბამისად, რუსეთი აღნიშნულ მონაცემებს ამიერიდან მიიღებს ფინეთისგან. 

დროებითი აკრძალვა ფინეთმა დააწესა აგვისტოში, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს (FSB) წვდომა ექნებოდა Yandex-ის ყველა მომხმარებელზე, მათ შორის რუსეთის გარეთაც. მიუხედავად ამისა, ფინეთმა განაცხადა, რომ აკრძალვა, რომელიც მიმდინარე კვირიდან უნდა შესულიყო ძალაში, აღარ ამოქმედდება, რადგან, როგორც ფინური მხარე განმარტავს, რუსული კანონმდებლობა ტაქსის სერვისებს არ ეხება.

გარდა ამისა, Yandex-ის შვილობილი კომპანიაა Yango, რომელსაც ნიდერლანდებში დაფუძნებული ფირმა Ridetech-ი ფლობს. იგი 14 ქვეყანაში ფუნქციონირებს; მათ შორის ფინეთსა და ნორვეგიაშიც. აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც ფინური სააგენტო აცხადებს, "Yango-ს ფინეთში ოპერირების გაგრძელების უფლება ენიჭება," თუმცა ამასთან, მონაცემთა დამუშავებისა და შესაძლო ტრანსფერის შემთხვევებზე რეგულაცია ნორვეგიული და ნიდერლანდური მარეგულირებლების მიერ მკაცრად გაკონტროლდება. 

Yango-ს განცხადებით, კომპანია პერსონალურ მონცემებს ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციის (GDPR) დაცვით ამუშავებს. გარდა ამისა, კომპანია აღნიშნავს იმასაც, რომ რუსეთს მასზე წვდომა სხვა შემთხვევაშიც არ ექნებოდა.